ანტალიაში საბაგიროს კაბინა ბოძს შეეჯახა
თურქეთში, ანტალიის პროვინციაში
საბაგიროს კაბინა ბოძს შეეჯახა, რასაც ერთი
ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი დაშავდა.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამაშველო
ოპერაციაში 7 ვერტმფრენი და 500-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
მათი თქმით, მაშველებმა კაბინებიდან 120-ზე მეტი ადამიანის დროულად
გამოყვანა შეძლეს.
ინციდენტის მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.