ახალი ამბები
სამცხე-ჯავახეთში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი გარდაიცვალა
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი - 1989 წელს დაბადებული ვალერი გედელიანი გარდაიცვალა. სასაზღვრო პოლიციის სერჟანტი კარწახის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე, ცვლაში ყოფნის დროს გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. შსს გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს.

" შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის - 1989 წელს დაბადებულ ვალერი გედელიანის გარდაცვალების გამო.

სასაზღვრო პოლიციის სერჟანტი ვალერი გედელიანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კარწახის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე, ცვლაში ყოფნის დროს გარდაიცვალა.
გარდაცვალების მიზეზის დასადგენად გამოძიებას სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალერი გედელიანის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და თანამშრომლებს"
- აღნიშნულია განცხადებაში.

Print