ახალი ამბები
ავტოსაგზაო შემთხვევა ბაკურიანში
ბაკურიანის შესასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების თქმით,  მსუბუქი ავტომობილი იქვე არსებულ ბოძს შეეჯახა. მსუბუქად დაშავდა 3 ადამიანი. ისინი სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. 

ტელეკომპანია "ბორჯომი" შსს-ს დაუკავშირდა. უწყების ინფორმაციით, მომხდარის შესახებ გამოძიება სსკ 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Print