საზოგადოება
ბაკურიანში სათხილამურო ტრასაზე კაცი გარდაიცვალა
ბაკურიანში დღეს ერთ-ერთ სათხილამურო ტრასაზე , ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. თვითმხილველების ინფორმაციით შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა.
შემთხვევა სრიალის დროს მოხდა,  40 წლამდე კაცი, სავარაუდოდ მაღალი სიჩქარით მოძრაობდა ტრასაზე, ის მოზარდს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი. თვითმხილველების ინფორმაციით დაშავებულს, ქვედა კიდურები აქვს მოტეხილი. ის ბაკურიანის კლინიკაშია გადაყვანილი.

მათივე ცნობით გარდაცვლილი კაცი ადგილობრივი არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმე სისხლის სამართლის 116 მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
Print