შემთხვევა
ნინოწმინდაში კაცს მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა
სათხა-ნინოწმინდის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. Jnews.ge -ის ინფორმაციით ნინოწმინდის მიმართულებით მოძრავი „ნისან მარჩის“ მარკის ავტომობილი მამაკაცს დაეჯახა.

შეჯახების შედეგად კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შსს–მ მომხდარზე გამოძიება, სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევას“ გულისხმობს.
Print