უჯარმაში, მდინარე იორი არხში 16 და 20 წლის ძმების ცხედრები იპოვეს
უჯარმაში, მდინარე იორი არხში 16 და
20 წლის ძმების ცხედრები იპოვეს.
სამძებრო სამუშაოები ადგილზე გუშინდელი დღიდან მიმდინარეობდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი მამიდაშვილთან ერთად, მდინარეზე
საბანაოდ წავიდნენ, რა დროსაც, ერთ-ერთ ძმას სავარაუდოდ ფეხი დაუცდა,
მეორე კი წყალში მის გადასარჩენად შევიდა.
სოფელში ამბობენ, რომ ახალგაზრდები ადგილობრივები არ არიან და
უჯარმაში სტუმრად ჩავიდნენ
წყარო: mtavari.tv