შემთხვევა
ბორჯომში მსუბუქი ავტომანქანა მდინარე მტკვარში გადავარდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბორჯომში. დღეს, 20 მაისს დაახლოებით 15:00 საათისთვის სოფელ ლარების მიმდებარე ტერიტორიასთან მსუბუქი ავტომანქანა მდინარე მტკვარში გადავარდა. მანქანაში ბორჯომის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეები ისხდნენ. მაშველებმა მანქანიდან 2 მოსწავლე ამოიყვანეს. სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. 

შეგახსენებთ, საჯარო სკოლებში კურსდამთავრებულები "ბოლო ზარს" აღნიშნავენ.


Print