ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა
ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევის
შედეგად დაშავებული ქალი დღეს გარდაიცვალა.
შემთხვევა 6 იანვარს ლიკანში მოხდა. მსუბუქ ავტომანქანაში ხუთი პირი
იმყოფებოდა. მანქანა დამცავ კედელს შეეჯახა. გარდაცვლილი ყველაზე
მძიმედ იყო დაშავებული და 10 დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე
იმყოფებოდა.