შემთხვევა
ავარია ახალციხე-ადიგენის გზაზე - დაშავდა დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი
ახალციხე-ადიგენის გზაზე, ფარეხასთან მომხდარი ავარიის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა. ინფორმაციას tv9news.ge ავრცელებს თვითმხილველების თქმით, მანქანა გზის სავალი ნაწლიდან გადავარდა.

"გზიდან გადავიდა და ბოძს დაეჯახა, მე რომ გავიარე მანქანა სულ ამოტრიალებული იყო, მძიმე სანახაობა დამხვდა, ორი ბავშვი და დედა დავინახე", - ამბობს თვითმხილველი.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. მკურნალი ექიმების თქმით, 30 წლამდე ქალის მდგომარეობა მძიმე იყო, ამიტომ საჭირო გახდა თბილისში გადაყვანა.

Print