შემთხვევა
დაკარგული 3 წლის ბავშვი ტყეში 3 დღის შემდეგ ნახეს

მიმდინარე წლის 28 მარტს, კვირას 3 წლის ჯუდ ლეიტონი ბოლოს ონტარიოს ქალაქ კინგსტონის მახლობლად, საკუთარი ოჯახის ნაკვეთში ნახეს,

ამის შემდეგ ის დაიკარგა. იუწყება Global News-ი. პოლიციამ, მაშველებმა და ადგილობრივმა მოხალისეებმა ბავშვის ძებნა ძაღლების, ვერტმფრენების და მყვინთავების გამოყენებით დაიწყეს, მათ დაათვალიერეს ყველა ახლომდებარე ტყესა და წყლის ობიექტები.

3 დღის ძებნის შემდეგ ოთხშაბათს, 31 მარტს, ნაშუადღევს, სამართალდამცავებმა ბავშვი. იპოვნეს, მას სახლიდან ერთი კილომეტრის მოშორებით, ლეიტონს ტბორთან ეძინა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა ბავშვი შეისწავლეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბიჭის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.

პოლიცია გაოცებული იყო იმით, რომ ბავშვი გადარჩა, მან წვიმასა და სიცივეში 72 საათზე მეტი გაატარა. უნდა აღინიშნოს, რომ ბიჭი ამინდისთვის შესაფერისად იყო ჩაცმული: მას ზამთრის ქურთუკი და თბილი შალის სვიტერი ეცვა.



 

Print