ახალი ამბები
აქციის ორგანიზატორები პარლამენტის პიკეტირებას ხვალ გეგმავენ
პარლამენტთან გამართული აქციის ორგანიზატორებმა 28 ნოემბერს პარლამენტის პიკეტირება დააანონსეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, მალე გახდება ცნობილი კიდევ ერთი მასშტაბური საპროტესტო აქციის ზუსტი თარიღიც. „კონსესუსი არის შემდეგი, რომ ხუთშაბათს, აქ იქნება დილით პიკეტი - სირცხვილის კორიდორები შეგვიძლია დავარქვათ, რადგან ვიცით, კიდევ გამოიძახებენ არაპროპორციულად ბევრ ძალას და თუ საჭიროა, წყლის ჭავლსაც იხმარენ და მერე არ შერცხვება, პოლიციაზე ვინც პასუხს აგებს მას - როცა კადრები არის, რომ ადამიანები დაზიანდნენ, თვალი დაუზიანდათ და ხელი მოტეხეს - იტყვიან, რომ წყლის ჭავლი არ იყო გამოყენებული. „ქოცატყუილობა“ არის აუცილებელი და არასაკმარისი პირობა ამათ საჯარო სამსახურებში, რაიმე კარიერულ წარმატებას რომ მიაღწიო, ერთი კვირით ადრე შემოგთავაზებთ ზუსტ თარიღს ჩვენი ისევ დიდი აქციის - ერთად ერთის წინააღმდეგ, სადაც კიდევ ერთხელ ვიზეიმებთ ჩვენს განსხვავებულობას, სადაც კიდევ ერთხელ გაერთიანდებიან ტომები, სადაც ყველა გამოვა ერთად ერთის წინააღმდეგ იმისთვის, რომ უზრუნველყოს საკუთარი დემოკრატიული მომავალი, სამართლიანი არჩევნები, სამართლიანი საარჩევნო სისტემა, რომელიც არ აძლევს ფორას კონსტიტუციური უმრავლესობისთვის მმართველ ძალას.

დაიწყო სისტემის შეჯანჯღარება. აი, ხედავთ, პოლიციური რესურსიც ამოწურეს, რომ ხვალ აღარ ეყოფათ ჩვენი პიკეტირების შემთხვევაშიც. მმართელ პარტიას ტოვებენ დეპუტატები, ვისაც საერთოდ მომავალი უნდათ საჯარო ან კერძო სივრცეში. რაც მთავარია, არის კიდევ საერთაშორისო წნეხი მმართველ პარტიაზე და თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება, ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის აქტივები დაყადაღდეს. არასოდეს ასე ერთიანი არ ყოფილა საერთაშორისო თანამეგობრობა და საერთაშორისო წარმომადგენლობები ხელისუფლების შეფასებისას“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა.

ამასთან, სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” ერთ-ერთმა ლიდერმა ნოდარ რუხაძემ აქციის მონაწილეებს ხუთშაბათს, 28 ნოემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან შეკრებისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, ხუთშაბათს აქციის მონაწილეებმა “ქართულ ოცნებას” სირცხვილის კორიდორი უნდა მოუწყონ.

“ხუთშაბათს 11:00 საათზე ვიკრიბებით პარლამენტთან, რათა სირცხვილის კორიდორი მოვუწყოთ “ქართულ ოცნებას” და კიდევ ერთხელ ვუთხრათ, რომ სირცხვილია”,- განაცხადა რუხაძემ პარლამენტის წინ სიტყვით გამოსვლისას.

ამ დროისთვის პარლამენტთან აქცია დასრულებულია.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.