ახალი ამბები
კოსტავას და 9 აპრილის ქუჩების დამაკავშირებელი ხიდის მოწყობა დეკემბერში დასრულდება
ბორჯომში, კოსტავასა და 9 აპრილის ქუჩების დამაკავშირებელი ხიდის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს,რის გამოც ამ ტერიტორიაზე გადადგილება შეზღუდულია.ხიდის დემონტაჟი უახლოეს მომავალში დასრულდება,რის შემდეგაც ახალი კონსტრუქცია მოეწყობა. შეგახსენებთ,რომ ხიდი ამ დრომდე ორჯერ 2015 და 2017 წლებში დაზიანდა,კერძოდ სავალი ნაწილი ჩაინგრა.საექსპერტო დასკვნის საფუძველზე ხიდზე გადაადგილება საფრთხის შემცველი იყო.
ხიდის მოწყობის სამუშაოები დეკემბრის ბოლოს დასრულდება.


Print