„Arty Way To Activeland”- ბორჯომში კომიქსების გამოფენა მოეწყო
18:26 / 15.10.2019
არასამთავრობო ორგანიზაცია „მცირე ბიზნესისა და სამოქალაქო
განვითარების ასოციაცია“ პროგრამა "ერასმუს +"-ის ფარგლებში 7-იდან 17
ოქტომბრის ჩათვლით, ორგანიზებას უწევს ახალგაზრდულ გაცვლით პროექტს,
სახელწოდებით „Arty Way To Activeland”.პროექტის ფარგლებში
შესრულებული კომიქსები, დღეს, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში
გამოიფინა.გამოფენამ 42 ნამუშევარი გააერთიანა.
პროექტში მონაწილეობას იღებს, 42 ახალგაზრდა: ფინეთიდან,დიდი
ბრიტანეთიდან,სომხეთიდან,უკრაინიდან,საქართველოდან და იტალიიდან.
კომიქსების თემატიკა იმ პრობლემებს ეხება რასაც ახალგაზრდები სოციუმში
ინტეგრაციისას აწყდებიან.