ახალი ამბები
"სადილი გაიცეს 13:00 საათზე"- სოციალურად დაუცველი მოქალაქის მოთხოვნა
ტელეკომპანია "ბორჯომს", სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრის ერთ-ერთმა ბენეფიციარმა მიმართა,მისი განცხადებით საკვების მისაღებად დაწესებული დრო 14:00 საათი,მისთვის მიუღებელია და სადილის გაცემას 13:00 საათზე ითხოვს.საკითხის შესწავლის მიზნით ჩვენ ცენტრს ვესტუმრეთ და ბენეფიციარებს გავესაუბრეთ.როგორც გაირკვა ერთი ბენეფიციარის გარდა,სადილისთვის დაწესებულ დროს არავინ აპროტესტებს და 14:00 საათი ყველასთვის მისაღებია. როგორც ცენტრის დირექტორმა განაცხადა,აღნიშნული პრეტენზიის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა.ვაჟა გელაშვილი ამბობს,რომ საკვების გასაცემად დაწესებული დრო, 14:00 საათი ყველასთვის მისაღებია.იგი იმ მიზეზებზე საუბრობს,თუ რატომ არის სირთულეებთან დაკავშირებული სადილის 13:00 საათზე გაცემა.

შეგახსენებთ,რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრით 260 ბენეფიციარი სარგებლობს.


Print