ახალი ამბები
პალიასტომის ტბის სანაპიროზე დიდი რაოდენობით მკვდარი თევზი გამოირიყა
ფოთში, პალიასტომის ტბის სანაპიროზე დიდი რაოდენობით მკვდარი თევზი გამოირიყა. გამორიყული თევზი ძირითადად კეფალის სახეობაა. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცაში აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევა ბოლო რამდენიმე წელია პერიოდულად ფიქსირდება. როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, ყველა შესაბამისი სამსახური დროულად ჩააყენეს საქმის კურსში. მათივე ინფორმაციით, თევზებს გარეგნული დათვალიერებით არაფერი აღენიშნებოდათ. დაცული ტერიტორიების სააგენტოში კი აცხადებენ, რომ ადგილზე იმყოფებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

მათივე ინფორმაციით, აღებულია წყლის სინჯები და გადაგზავნილია შესაბამის ლაბორატორიებში. კვლევების პასუხები უმოკლეს ვადაში გახდება ცნობილი. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დახოცილი თევზის გამორიყვის ფაქტი უკავშირდება წლის აღნიშნული პერიოდის ბუნებრივ პროცესებს, რაც ტბის წყალში ჟანგბადის სიმცირეს იწვევს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.