ახალი ამბები
წყალტუბოში ჯერ შვილმა, შემდეგ კი დედამ თავი მოიკლეს
წყალტუბოში 18 წლის ახალგაზრდა ცხრასართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მან თავი მოიკლა. შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა. გარდაცვლილი ადგილობრივმა დილით ნახა. მისი თქმით, დაცემის ხმა გაიგო, მოგვიანებით, კი გარეთ გამოსულმა ძირს დაცემული მამაკაცი აღმოაჩინა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. შვილის სიკვდილის გაგების შემდეგ, 18 წლის ბიჭის დედამაც თავი მოიკლა. ის სახლის სახურავზე ავიდა და გადმოხტა.

თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად ინტერნეტთამაში "ლურჯი ვეშაპი" სახელდება. 18 წლის ბიჭმა წყალტუბოს ნომერ პირველი საჯარო სკოლა გასულ წელს დაამთავრა. სკოლის დირექტორის ფაქიზო ფანჩულიძის ინფორმაციით, გარდაცვლილი კარგი მოსწავლე იყო, თუმცა ბოლო წელს გულჩათხრობილი გახდა და სკოლაში იშვიათად დადიოდა.

მისივე ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა სახლში ფურცელი იპოვეს, სადაც ეწერა, გარდაცვალების დღე და ადგილი. მისი თქმით, ეს ინტერნეტთამაშის ვერსიას ამყარებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო. დანიშნულია ექსპერტიზა და გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.