ახალი ამბები
თვითგამოცხადებული „სამხრეთ ოსეთის“ „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ განცხადებას ავრცელებს
თვითგამოცხადებული „სამხრეთ ოსეთის“ „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ საოკუპაციო ხაზთან ქართული მხარის მიერ საგუშაგოს მშენებლობას „სიტუაციის გააზრებულად და დემონსტრაციულ გამწვავებად“ აფასებს. აღნიშნულთან დაკავშირებით დე ფაქტო უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ ქართული მხარის ქმედებამ შესაძლოა, არა მხოლოდ „სამხრეთ ოსეთის“ საქართველოსთან მოსაზღვრე ტერიტორიებზე, არამედ მთლიანად რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს“.

„საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მიმართ პროვოკაციული ნაბიჯების გადადგმის გამო, რომელსაც თან ახლავს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების ყოფნის გაზრდა სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვრის მთელ პერიმეტრზე, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

სამხრეთ ოსეთი კატეგორიულად მოითხოვს საქართველოს ყველა შეიარაღებული ფორმირების დაუყოვნებლივ გაყვანას და უკანონო სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტას. წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაციის განზრახ გამწვავების გამო ყველა შესაძლო შედეგზე მთელი პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას და მის დასავლელ კურატორებს დაეკისრებათ“, - ხაზგასმულია „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ განცხადებაში.

თვითგამოცხადებული „სამხრეთ ოსეთი“ დღევანდელ მდგომარეობას ადარებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის წინ შექმნილ სიტუაციას და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.