ახალი ამბები
ბორჯომელ ექიმს რ.ჯ-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა განესაზღვრა

პროცესი, დღეს ,ახალციხის რაიონულ სასამართლოში გაიმართა,მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა ექიმ რ.ჯ-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა განუსაზღვრა.დაცვის მხარე გირაობის შეფარდებას ითხოვდა,თუმცა მათი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.ექიმი რ.ჯ ბრალს არ აღიარებს.


ექიმი რ.ჯ. "სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებთან ერთობლივი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლო განჩინების საფუძველზე დააკავა.იგი სამედიცინო საქმიანობას ეწეოდა ქ.ბორჯომში და ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ამზადებდა და ასაღებდა ყალბ რეცეპტებს.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, რაც სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადებას გასაღების მიზნით და გასაღებას გულისხმობს. დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია ექვსიდან თერთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთ" - ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.