ახალი ამბები
პრობაციის ეროვნული სააგენტო და დანაშაულის პრევენციის ცენტრი ერთიანდება
მთავრობა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის გაერთიანებას გეგმავს. ისინი სსიპ-ის - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახით ჩამოყალიბდებიან. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში ინიცირებისათვის მზად არის და ის კანონმდებლებს საშემოდგომო სესიაზე წარედგინება.პროექტის მიხედვით, გაერთიანდება ამ დაწესებულებათა ფუნქციებიც.

ამასთან, გაერთიანებულ სააგენტოს რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა სოციალიზაცია-რეაბილიტაციის ფუნქცია მიენიჭება. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ფარგლებში ახალი სტრუქტურული ერთეული - არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი შეიქმნება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით, არასრულწლოვანთა რეფერირების სისტემის კოორდინაცია განახორციელებს.

გარდა ამისა, პროექტის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ი პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ფუნქციას, სსიპ - იუსტიციის სასწავლო ცენტრი შეითავსებს, ხოლო პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრი "მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრად" გარდაიქმნება და მისი მთავარი მიზანი მსჯავრდებულთა, პატიმართა და პრობაციონერთა პროფესიული მომზადება და გადამზადება გახდება.


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.