ახალი ამბები
"ლიბერთი ბანკი" მომხმარებლებს ონლაინ თაღლითობის შესახებ აფრთხილებს
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშული, გახშირდა ე. წ "ფიშინგის" შემთხვევები, რის გამოც "ლიბერთი ბანკი" მოქალაქეებს ბარათების უსაფრთხოდ გამოყენების წესებს სთავაზობს: "გაცნობებთ, რომ გახშირდა ე.წ „ფიშინგი"-ს შემთხვევები, რა დროსაც თაღლითური ვებ-გვერდები ცდილობენ თქვენი პირადი/საბანკო ინფორმაციის მოპოვებას. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ინტერნეტ ბანკისა და საბანკო ბარათების უსაფრთხოდ გამოყენების წესებს: http://r.lb.ge/R?i=38Wsu0E" -ნათქვამია "ლიბერთი ბანკის" განცხადებაში.
შეგახსნებთ, რომ კიბერდანაშაულის შესახებ და საბანკო ბარათების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა. როგორც ჩვენთან საუბრისას რესპონდენტები აცხადებდნენ, მათ საბანკო ანგარიშებიდან თანხა სათამაშო ბიზნეს-ოპერატორების ანგარიშზე ყოველგვარი პრობლემის გარეშე გადაირიცხა. ამის გამო ისინი იძულებულები გახდნენ, საჩივარი პოლიციაში შეეტანათ. აღნიშნულზე განცხადებები "თიბისი ბანკმა" და "საქართველოს ბანკმაც" გაავრცელეს, რომლითაც მომხმარბლებს მოუწოდეს, რომ საეჭვო ვებ-გვერდებზე არ შეიყვანონ პირადი ინფორმაცია.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.