ახალი ამბები
ბორჯომის საკრებულოში დროებითი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება
ბორჯომში, გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს საკრებულოში დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნას,რომელიც 3 თვის განმავლობაში მონიტორინგს გაუწევს ბორჯომში,ელექტრონული აუქციონის გზით,იჯარით გადაცემულ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე, საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესებისა და პირობების შესრულებას. დროებითი სამუშაო ჯგუფი ჩაერთვება ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობებთან დაკავშირებული წინადადების,დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავების პროცესში.

სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი იქნება.
Print