ახალი ამბები
დაკარგული მოსწავლეები ზესტაფონში იპოვეს

დაკარგული მოსწავლეები ზესტაფონში იპოვეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელებს მოსწავლეები,ბორჯომში მოჰყავთ.

მოსწავლეები თავს კარგად გრძნობენ,მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ნათქვამია: "შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტენსიური საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად 6 ივნისს, ბორჯომიდან გაუჩინარებული არასრულწლოვნები იპოვეს. ისინი იმერეთის რეგიონში, ზესტაფონში იმყოფებოდნენ. 15 წლის არასრულწლოვნების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.პოლიციამ ორივე არასრულწლოვანი გვიან ღამით მშობლებთან ოჯახებში დააბრუნა.არასრულწლოვანების გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს".

შეგახსენებთ,რომ მოსწავლეები, დილით, სახლიდან გავიდნენ და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.


 

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.