ახალი ამბები
"მწვანე სკოლის" სტატუსი ტაძრისის საჯარო სკოლას მიენიჭა
ა.ო „მწვანე ბორჯომის“ პროექტის „მწვანე სკოლა“ ფარგლებში ,გუშინ, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში 5 სკოლა მონაწილეობდა,მათ პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს და მომავალი 1 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს.სკოლების პრეზენტაციები მოწვეულმა ჟიურიმ შეაფასა და საბოლოოდ „მწვანე სკოლის“ სტატუსი ტაძრისის საჯარო სკოლას მიენიჭა,რომელიც მომავალი 1 წლის მანძილზე გარემოსდაცვით გეგმას განახორციელებს .გამარჯვებულ სკოლას ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკმა დროშა გადასცა სადაც მითითებულია სტატუსი მწვანე სკოლა,პროექტის მონაწილეები სერთიფიკატებით დაჯილდოვნენ.
პროექტი „მწვანე სკოლა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება,პროექტის მხარდამჭერები არიან ბორჯომის განვითარების ჯგუფი,მერსი ქორი და ბორჯომის საგანმანათლებლო რესურცენტრი.


Print