საზოგადოება
"არა რუსულ კანონს"- აქცია პარლამენტთან გრძელდება
პარლამენტთან აქცია „არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს - გადაკეტილია საავტომობილო გზა.

საპროტესტო აქციას, სტუდენტები, მოპედებისა და ბაიკების კოლონაც შეუერთდა. ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც.

კანონპროექტს მოქალაქეები მესამე დღეა აპროტესტებენ. პარლამენტმა, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის კენჭისყრას სამდღიანი ხმაურიანი საკომიტეტო და სასესიო განხილვა უძღოდა წინ.
Print