საზოგადოება
ისრაელის ქალაქებში საჰაერო განგაშის სირენებისა და აფეთქებების ხმა ისმის
ისრაელის ქალაქებში საჰაერო განგაშის სირენებისა და აფეთქებების ხმა ისმის.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემები The Times of Israel და CNN ავრცელებენ.

The Times of Israel აღნიშნავს, რომ საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმის ისრაელის სამხრეთში მდებარე ბეერ-შევა, დიმონა და ნევათიმ ქალაქებში ირანის მიერ დრონების მეშვეობით განხორციელებული თავდასხმის ფონზე.

ასევე აღნიშნულია, რომ საჰაერო განგაშის სირენებისა და აფეთქებების ხმა ისმის იერუსალიმში.

სირენებისა და აფეთქებების ხმა ისმის ასევე დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქებში.

ისრაელის ეროვნული სამედიცინო სამსახური “მაგენ დავიდ ადომი” აღნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით ჩართულ სირენებს დაშავებულების შესახებ ცნობები მათ ამ მომენტისთვის არ მისვლიათ.

CNN იერუსალიმში მყოფ საკუთარ გუნდზე დაყრდნობით წერს, რომ ქალაქში სირენების ხმა ისმის, ხოლო ისრაელის საჰაერო თავდაცვა ირანის მიერ გაშვებული დრონების ჩამოგდებას ცდილობს.

„რამდენიმე, რამდენიმე აფეთქება მესმის, რაც ხმით ჩამოგდებას ჰგავს. მოხვედრის ხმა არ მესმის… 20-დან 30-მდე ჩამოგდების თვითმხილველები გავხდით,” - ამბობს CNN-ის ჟურნალისტი ნიკ რობერტსონი.
Print