ახალი ამბები
საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩოების ვიზიტი ბორჯომში
22 მარტს, ბორჯომში, კოსტავას სახელობის სკვერში, ღია კინო თეატრთან გაიმართება დიდი ბრიტანეთის და რუმინეთის ერთობლივი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც აღინიშნება ნატოსა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩოებად არჩევა ორი წლის ვადით.

საკონტაქტო საელჩოების ქსელი 90-იანი წლების დასაწყისში დაარსდა, როგორც ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მხარდაჭერის ფორმა. ამ პერიოდის მანძილზე მოხდება სხვადასხვა პროექტის განხორციელება საქარველოში, რასაც დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ ხუთშაბათს, 22 მარტს 12:30 საათიდან ბორჯომის კოსტავას სკვერში, ღია კინოთეატრთან გაიმართება ბრიტანეთისა და რუმინეთის მოძრავი საელჩოს ღონისძიების დროს.

ღონისძიებას დაესწრება დიდი ბრიტანეთის ელჩი, სადაც დეტალურად შეგიძლიათ გაიგოთ დაგეგმილი ღონისძიებებისა თუ პროგრამების შესახებ.





Print