ახალი ამბები
დღეიდან ბორჯომის საზოგადოებრივ ტრანსპორტს ორი ახალი მიმართულება დაემატა
ბორჯომის მუნიციპალურ ტრანსპორტს ტაძრისისა და ვაშლოვანა-ახალი უბნის მიმართულება დაემატა. ცვლილება ბორჯომის მუნიციპალიტეტის და ა(ა)იპ ,, ბორჯომის საზოგადოებრივი ტრანსპორტის" სამსახურის ინიციატივით მოხდა.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში საბარათე გადახდის სისტემა მუშაობს. ბორჯომი-ტაძრისის ღირებულება 70 თეთრს შეადგენს, ხოლო ვაშლოვანა-ახალი უბანის მიმართულება 20 თეთრს.

(მუნიციპალური ავტობუსი ბორჯომი- ვაშლოვანა-ახალი უბნის მიმართულება საათში ერთხელ იმოძრავებს, ხოლო ბორჯომი-ტაძრისის მიმართულებით ოთხ რესს განახორციელებს. საათობრივი განრიგი განთავსებულია მუნიციპალურ ავტობუსში).

მგზავრობის ღირებულების გადახდა თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკის და სამგზავრო ბარათით იქნება შესაძლებელი.
Print