საზოგადოება
კანონში „ონლაინ უნივერსიტეტის“ ცნება შემოვა-ამილახვარი
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რიგ კომპონენტებში, ეს შეეხება როგორც საბაკალავრო, ასევე, სამაგისტრო პროგრამებს, გარკვეული წილობრივი დოზით დაშვებული იქნება თეორიული სწავლებები, ასევე შესაძლებელი ხდება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამების სრულად ელექტრონულად, დისტანციურად, ონლაინ პროგრამების შექმნა და შესაბამისი აკრედიტაციის გავლა, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საკანონმდებლო დონეზეც გაჩნდება სრულიად ახალი კონცეპტუალური მიდგომა და ტერმინი უმაღლესი განათლების კანონში - ონლაინ უნივერსიტეტის ცნება.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, რომლებიც ონლაინ სწავლებას გადიან საზღვარგარეთის ქვეყნების ონლაინ ელექტრონულ პროგრამებზე, მოხდება მათი აღიარება, რაც აქამდე აკრძალული იყო.

„დღეს განხილული იქნა მთავრობის სხდომაზე კანონპროექტთა პაკეტი უმნიშვნელოვანეს საკითხზე. ეს ეხება ელექტრონულ-დისტანციური სწავლების რეფორმას. პრაქტიკულად ახლებურად ყალიბდება და იცვლება ეს მიმართულება. აქამდე მხოლოდ პანდემიის პირობებში ხდებოდა ფორსმაჟორულ რეჟიმში აღნიშნული სწავლება. ეს ეხება უმაღლეს განათლებას და რიგ შემთხვევებში, ასევე, პროფესიულ განათლებას. ჩვენ რამდენიმე თვეა ვმუშაობთ როგორც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზზე, ასევე საქართველოში არსებულ გამოცდილებაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რიგ კომპონენტებში, ეს შეეხება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებს, არსებულ პროგრამებზე გარკვეული წილობრივი დოზით დაშვებული იქნება თეორიული სწავლებები, ასევე ცალკე მიმართულებად შესაძლებელი ხდება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამების სრულად ელექტრონულად დისტანციურად ონლაინ პროგრამების შექმნა და შესაბამისი აკრედიტაციის გავლა და განხორციელება როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე უცხოელებისთვის. და მესამე მიმართულებაა საქართველოს მოქალაქეების, ვინც სწავლობენ საზღვარგარეთის ქვეყნების ონლაინ ელექტრონულ პროგრამებზე, მათი აღიარებს დასაშვებობა, რომელიც აქამდე იყო აკრძალული. პირველ ეტაპზე ასეთ ქვეყნებად განისაზღვრა ევროკავშირის წევრი ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი და აშშ, თუმცა, ასევე, შესაძლებელი იქნება მომავალში ქვეყნების ნუსხის დამატება სანდოობის გათვალისწინებით, რომელიც იმ უნივერსიტეტებს გააჩნიათ ამ ქვეყნებში. ასევე, მნიშვნელოვანი დეტალი - კანონის პროექტით, მისი მიღების შემდეგ, გაჩნდება სრულიად ახალი კონცეპტუალური მიდგომა და ტერმინი უმაღლესი განათლების კანონში, ეს არის ონლაინ უნივერსიტეტის ცნება და კონცეფცია, რომლის სტანდარტების დამუშავება ჩვენს სამინისტროს დაევალება, რომელიც პრაქტიკულად სრულიად ახალ შესაძლებლობას და კარს გააღებს ჩვენი უმაღლესი განათლების სექტორისთვის როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი განათლების ექსპორტის“,- განაცხადა ამილახვარმა.
წყარო: აიპიენი
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.