საზოგადოება
საჯარო სკოლებში არდადეგები დაიწყო
საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები იწყება.როგორც განათლების სამინისტროში განაცხადეს, მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები 8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით დაისვენებენ.

ამასთან, საჯარო სკოლებში სწავლის დაწყებისა და დასრულების თარიღები მინისტრის ბრძანებით არის განსაზღვრული და სასწავლო წელი 15 სექტემბრიდან 15 ივნისის ჩათვლით გრძელდება.
Print