საზოგადოება
ნინოწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა-არის მსხვერპლი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ განძასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ერთი ადამიანი დაღუპული დახვდა. ოთხი დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი.

საქართველოს კლინიკების ქსელის წევრ, ნინოწმინდის ჰოსპიტლის ინფორმაციით, დაშავებული ოთხი ადამიანიდან ორი კატასტროფის ჯგუფს სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავს, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა, მეორის კი სტაბილურად მძიმე. დარჩენილ ორ პირს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა, რომლებიც ჰოსპიტლიდან უკვე გაწერეს.
წყარო: sknews.ge
Print