საზოგადოება
ფლანგვის დეტექტორი: 18 თანამშრომელს, ბორჯომის მერიამ ხელფასი არამიზნობრივად გადაუხადა
ფლანგვის დეტექტორის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,ფლანგვის დეტექტორის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 18 თანამშრომელს, რომელიც სამუშაოს ვერ ასრულებდა, ბორჯომის მერიამ 2 წლის განმავლობაში ხელფასი არამიზნობრივად გადაუხადა.

გთავაზობთ ფლანგვის დეტექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას:

,, ა(ა)იპ – სკოლისგარეშე სასპორტო სკოლაში დასაქმებული ყინულის ჰოკეის, ტრამპლინიდან ხტომისა და საციგაო სპორტის 8 მწვრთნელმა ხელფასის სახით 71,100 ლარი მიიღო, თუმცა მუნიციპალიტეტში არაა არც საციგაო ტრასა, არც ტრამპლინი და არც ყინულის მოედანი.
ა(ა)იპ – კულტურისა და ხელოვნების ცენტრში დასაქმებულმა 10-მა სასოფლო კლუბის გამგემ ხელფასის სახით 98,400 ლარი მიიღო, თუმცა სასოფლო კლუბებს არ გააჩნიათ შესაბამისი სამუშაო პირობები და არც მათი საქმიანობის ანგარიშია ხელმისაწვდომი.
სსიპ – ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ბიუჯეტმა 2021-2022 წლებში 2,020,600 ლარი შეადგინა, სადაც დასაქმებული 87 თანამშრომლის ფუნქცია-მოვალეობები დუბლირებულია მერიის სხვა სამსახურის ფუნქციებთან.
ა(ა)იპ – ბაკურიანის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაზე, რომლის ფუნქცია მოვალეობები დუბლირებულია მერიის მიერ დაფუძნებულ სხვა ა(ა)იპ-თან, 2021-2022 წლებში 582,500 ლარი დაიხარჯა, თუმცა აქედან 70,800 ლარი დირექტორის, ბუღალტრისა და კოორდინატორის შრომის ანაზღაურებას მოხმარდა.''
ვრცლად შეგიძლიათ ლინკზე გაეცნოთ ინფორმაციას- 

https://gmc.org.ge

ტელეკომპანია "ბორჯომი" მუნიციპალიტეტის პოზიციასაც გაგაცნობთ

Print