საზოგადოება
''მოერიდონ მხოლოდ ვარაუდებზე დაფუძნებულ შეფასებებს" - მემკვიდრეობის სააგენტო ტიმოთესუბნის ეკლესიაზე
სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადება ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძართან დაკავშირებით
სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ეხმაურება ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ დეზინფორმაციას.

2022-2023 წლებში ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ჩატარდა შემდეგი სარეაბილიტაციო სამუშაოები: მოიხსნა დროებითი თუნუქის საფარი, მთელ სახურავზე ლორფინი გაიწმინდა ლიქენებისა და მცენარეული საფარისაგან, ლორფინებს შორის არსებული ნაკერები ამოსუფთავდა და ამოიგოზა, ტაძრის სახურავზე დაიგო სპილენძის საფარი, რისთვისაც სრულად შეიფიცრა სახურავის დახრილი სიბრტყეები, შეფიცრულ სახურავზე დამაგრდა ხის ლილვები და ისინი დაიფარა მაღალი ხარისხის სპილენძის ფურცლებით (0,7 მმ), რომლებსაც წინასწარ ჩაუტარდა ექსპერტიზა. ასევე, აღდგა გუმბათის ყელზე დაზიანებული მოჭიქული დეტალები, ფასადზე მოიხსნა სხვადასხვა პერიოდის ცემენტის ფენა და ამოიგოზა ნაპრალები.

ლორფინის სახურავის გადაწყობა და ახლით ჩანაცვლება მოხდა მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც ეს უკიდურესად აუცილებელი იყო, რათა თავიდან აგვეცილებინა მასშტაბური ჩარევა. რაც შეეხება მეთოდოლოგიას, სააგენტოს მთავარი ამოცანა, ერთი მხრივ, იყო სპილენძის ფურცლებქვეშ ისტორიული ლორფინის გადახურვის შენარჩუნება, ხოლო, მეორე მხრივ - ძეგლის წყლის ინფილტრაციისგან დაცვა. სახურავი რომ დაზიანებული იყო და წყალს ატარებდა, დადასტურებული ფაქტია, რასაც ჩატარებული სამუშაოების დაკნინების მოსურნე პოლიტიკურად ანგაჟირებული ხელოვნებათმცოდნე „მეცნიერებიც“ ვერ უარყოფენ. ამიტომაც იყო საჭირო 2020 წელს ძეგლის დროებით თუნუქით გადახურვა. როგორც უკვე აღინიშნა, ამჟამად ეს სახურავი მოხსნილია და ძეგლი გადახურულია სპილენძის სახურავით, რაც ძეგლის დაცვის მრავალწლიანი გარანტიაა, ასე რომ, წყლის ჩადინების პრობლემა მოგვარებულია და ძეგლი დაცულია გარემო პირობების ზემოქმედებისაგან.


სამუშაოების პროცესში ტიმოთესუბანში ჩასულმა ერთმა „მეცნიერმა“ განაცხადა, ეს მთავრობა რომ წავა, ტიმოთესუბანს სპილენძს მაშინვე მოვაძრობთ და ძეგლს ისევ ლორფინის ქვეშ დავტოვებთო. ამგვარი ,,შემფასებლების" მოსაზრებებს სააგენტო ვერც სერიოზულად მიიღებს და ვერც გაითვალისწინებს.
მცირე განმარტება პროფესიონალთათვის ლორფინების ე. წ. დახვრეტასთან დაკავშირებით: 50X60 მმ ხის წოლანები ლორფინზე დამაგრდა 8X80 მმ ანკერებით, შესაბამისად, ლორფინში ანკერის შეღწევის სიღრმეა 20-30 მმ. უნდა აღინიშნოს, რომ ლორფინის დაზიანებული ადგილები ზოგან რამდენჯერმე აღემატებოდა ანკერით გაკეთებულ „ჩაღრმავებას“.
გარდა ამისა, მტკნარი სიცრუეა ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო კედლის მხატვრობის დაზიანების შესახებ გავრცელებული ინფორმაციაც. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის კიდევ ერთი სამარცხვინო ცდა, რითაც ზოგიერთმა პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ხელოვნებათმცოდნემ თავი არაერთხელ გამოიჩინა. სააგენტო კვლავაც მოუწოდებს ასეთ პირებს, რომელთაც ძეგლების დაცვა-აღდგენის არავითარი პრაქტიკული გამოცდილება არ გააჩნიათ, მოერიდონ მხოლოდ ვარაუდებზე დაფუძნებულ შეფასებებსა და ამგვარი შეფასებების დადასტურებულ ფაქტებად გასაღების ფუჭ მცდელობას.

ასევე იხ: ტიმოთესუბნის სამუშაოები მიუღებელი მეთოლოგიით და მასალებით ჩატარდა


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.