საზოგადოება
გაყიდულია 42 მლნ დოლარის უძრავი ქონება - რა ღირს ბინები ბაკურიანში?
2023 წელს ბაკურიანში 956 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 26.1%-იანი კლებაა (2022 წლის რეკორდულად მაღალი ბაზის გამო). ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.

„ბაკურიანში ამჟამად 14 საცხოვრებელი პროექტის გაყიდვები მიმდინარეობს და მათი უმეტესობა კოხტას მთასთან მდებარეობს.

2023 წელს, ბაკურიანისთვის დამახასიათებელი ტენდენციის შესაბამისად, მცირე ზომის ბინებმა (26-50 მ2 ) მთლიანი გაყიდვების 77.7% შეადგინა.

ამასთან, გაყიდული ბინების ნახევარი საშუალო ფასის სეგმენტიდან იყო (801-1,200 აშშ დოლარი/კვ.მ.).

2023 წლის ბოლოს ბაკურიანში ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად მცირედით, 2.7%-ით გაიზარდა. ბაკურიანში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 42 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 20.6%-იანი კლებაა და პირველად ბაზარზე შემცირებულ ტრანზაქციებით აიხსნება,“- ნათქვამია კვლევაში.

ამასთან, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, 2023 წლის მონაცემებით, ბაკურიანში კვადრატული მეტრის ღირებულება 1 036 აშშ დოლარს, ხოლო ბინის საშუალო ფასი 45 826 აშშ დოლარს შეადგენდა.

სტატიის ავტორია:თაია არდოტელი

https://www.bpn.ge/article/120398-sakartveloshi-dnm-is-monacemta-ertiani-baza-sheikmneba
Print