საზოგადოება
მარში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ - ქალები გაუპატიურების მუხლში ცვლილებას ითხოვენ
"თანხმობის არარსებობა გაუპატიურებაა!" - ამ სლოგანით რუსთაველის გამზირზე ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ აქცია-მსვლელობა გაიმართა.

მარში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს უკავშირდება. აქტივისტები კანონში ცვლილებებს მოითხოვენ.

ქალთა მოძრაობა მოითხოვს პარლამენტმა შეცვალოს გაუპატიურების მოქმედი დეფინიცია და კანონში გაკეთდეს ჩანაწერი ქალის დათანხმებასთან დაკავშირებით.

კანონის მოქმედი რედაქციით გაუპატიურებად ითვლება მხოლოდ ისეთი სქესობრივი დანაშაული, რომელსაც თან ძალადობაც ახლავს, და არა ის შემთხვევა, როდესაც მსხვერპლი მოძალადეს წინააღმდეგობას არ და ვერ უწევს, თუმცა აქტზე თანახმა არაა.


Print