საზოგადოება
რა? სად? როდის?- ბორჯომში ინტელექტუალური თამაშები დაიწყო
ბორჯომში სტარტი აიღო ინტელექტუალურმა თამაშებმა რა? სად? როდის? სკოლის მოსწავლეებს შორის. საშემოდგომო თამაში ბორჯომის ინტელექტ კლუბის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის და ბორჯომის საბიბლიოთეკო გაერთიანების ეგიდით ტარდება.


ბორჯომის საჯარო სკოლებიდან 44 გუნდი დარეგისტრირდა. ამიტომ თამაშები შესარჩევი ტურით დაიწყო, 15 გუნდიდან შემდეგ ეტაპზე 10 გუნდი გადავიდა.

საშემოდგომო სეზონის ფინალში გამოვლინდება პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელები. ასევე თამაშებს გამარჯვებულ გუნდთან ერთად ეყოლება , კლუბის საუკეთესო მოაზროვნე, რომელსაც გადაეცემა მოაზროვნე ბუს ქანდაკება.

Print