საზოგადოება
მსოფლიოს მოსახლეობამ 8 მილიარდს მიაღწია
8 მილიარდი ადამიანი დედამიწაზე - ეს უპრეცედენტო ზრდა, ექსპერტების აზრით, გამოწვეულია მეცნიერული მიღწევებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სანიტარული პირობების გაუმჯობესებით.
როგორც წესი, შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნები, ყველაზე დაბალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოებია.
გაეროს პროგნოზის თანახმად, 2030 წელს ეს მაჩვენებელი 8.5 მილიარდამდე გაიზრდება. 2050 წელს კი 9.7 მილიარდს მიაღწევს.
ასევე მიიჩნევენ, რომ 2080 წელს დედამიწაზე 10.4 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს, ეს მაჩვენებელი კი 2100 წლამდე შენარჩუნდება.

წყარო : რუსთავი 2
Print