საზოგადოება
გატეხილი სკამები, დაზიანებული გარე განათება და ინფრასტრუქტურა-ვანდალიზმი ბორჯომში
გატეხილი სკამები, დაზიანებული გარე განათება და ინფრასტრუქტურა, ასეთი რეალობაა დღეს ქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე. ადგილობრივების თქმით, ვანდალიზმის ფაქტები ხშირია. ისინი ამბობენ, რომ ასეთ ფაქტებზე რეაგირება მყისიერად უნდა მოხდეს და სასჯელი გამკაცრდეს.

ქალაქში მომხდარ ვანდალიზმის ფაქტებზე მონიტორინგს მერია ახორციელებს. რაც შეეხება სასჯელს, შსს-ს განმარტებით, ჯარიმა განისაზღვრება ზიანის ოდენობის მიხედვით.

ამ ეტაპზე მთავრობა ახალ კანონპროექტზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც სკვერების დაზიანება დასჯადი ხდება. ფიზიკური პირი დაჯარიმდება 200 ლარით, ხოლო იურიდიული– 1000 ლარით.
იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა ჩადენილია კულტურული მემკვიდრეობის ზონაში, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1 000 ლარით, იურიდიული პირი კი 3 000 ლარით.
სამართალდამრღვევს დაეკისრება ვალდებულება, რომ სკვერში არსებული დაზიანება დაჯარიმებიდან 10 დღის ვადაში გამოასწოროს. ეს კანონპროექტი ჯერ პარლამენტმა უნდა განიხილოს და შესაბამისი პროცედურების შემდეგ გაირკვევა, შევა თუ არა ძალაში ცვლილება და მოხდება თუ არა კანონდამრღვევის უფრო მკაცრად დასჯა.


Print