საზოგადოება
დვირი-საკირის დამაკავშირებელი გზა დაზიანებულია
ბორჯომში დვირი-საკირის დამაკავშირებელი გზა დაზიანებულია. ადგილობრივებს მანქანით გადაადგილება უჭირთ. მძღოლები ამბობენ, რომ მოძრაობა ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად უფრო გართულდება

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ აღნიშნული მონაკვეთის შეკეთება გეგმაშია, თუმცა როდის მოხდება გზის რეაბილიტაცია ზამთრის დადგომამდე თუ მომავალ წელს ჯერ უცნობია.

დვირის და საკირის გზით ოთხი სოფლის მოსახლეობა სარგებლობს. გზის ეს მონაკვეთი ბოლო რამდენიმე წელია რაც დაზიანდა.


Print