საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთს 35 უცხოელი ბლოგერი ეწვია
სამცხე-ჯავახეთს 35 უცხოელი ბლოგერი ეწვია. ბლოგერები სპარსეთის ყურის ქვეყნებს წარმოადგნენ და სოციალ მედიაში მათი საერთო აუდიტორია 35 მილიონს შეადგენს.



ბლოგერები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ეწვივნენ, მოინახულეს ახალციხის ციხე და ასპინძის ხეობა. აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს სამცხე-ჯავახეთის შესახებ ცნობადობის გაზრდას.


საქართველოში ბლოგერების ჩამოსვლა უზრუნველყო კომპანია პრო ვიჟენმა, 5 ნოემბერს გამართულ საერთაშორისო ტურიზმის ბიზნესს ფორუმთან დაკავშირებით. რეგიონში ბლოგერებს სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ უმასპინძლა.

სამცხე-ჯავახეთის DMO ივენთის ერთ-ერთი მხარდამჭერი ორგანიზაცია იყო საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და საქართველოს ტურიზმის ასოციაციასთან ერთად. ბიზნეს ფორუმის მთავარ თემებს წარმოადგენდა - ინვესტირება, ტურიზმი, და უძრავი ქონება.
Print