საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთში მესხური ვაზისა და ქართული ხორბლის ენდემური ჯიშების აღდგენა- გავრცელების პროექტი იწყება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC) დირექტორმა, სოფიკო ახობაძემ პროექტის „აგრარული ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოწყვლად ეკოსისტემებსა და სოფლებში“ (2022-2026 წწ.) პრეზენტაცია გამართა.

როგორც მან აღნიშნა: „პროექტი მინიმუმ 26 სახეობის მესხური ვაზის ჯიშის აღდგენას და სანერგე მეურნეობის მოწყობას გულისხმობს, რომელიც ამ ჯიშების გავრცელებას და მისგან ღვინის წარმოების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. პროექტის ფარგლებში შეიქმნება 2 შატო, რომელიც მესხური ვაზისა და ქართული ხორბლის ენდემური ჯიშებიდან წარმოებული გასტრონომიული პროდუქტების კონცეფციას დაეფუძნება. იდენტიფიცირებულია 5000 ფერმერი, საიდანაც 2400 ქალი ფერმერია. ვიმედოვნებთ, რომ ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ქართული და მესხური ვაზისგან წარმოებული ღვინის აღდგენას უკავშირდება“.


„ჩვენი ქვეყანა საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული განსაკუთრებული რეგიონი. ამ უნიკალურ ბიომრავალფეროვნებაში კი, გამორჩეული ადგილი აგრობიომრავალფეროვნებას უჭირავს. მისი შენარჩუნება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარი ამოცანაა და პროექტიც ამ მიზანს ემსახურება. სამცხე-ჯავახეთის რეგიონი მდიდარია ვაზისა და ხორბლის იშვიათი, ადგილობრივი ჯიშებით. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ამ ჯიშების აღდგენას და ფერმერებში გავრცელებას. პროექტის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ფერმერებს საშუალება მიეცემათ წარმოებაში გამოიყენონ ეს ჯიშები, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ვაზის დივერსიფიცირებას და ხორბლის წარმოებას. ამასთანავე, გაიზრდება ფერმერების შემოსავლები და მეტი ადამიანი დასაქმდება სოფლებში“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

პროექტის მიზანია სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოფლის მეურნეობის სექტორში აგრარული ბიომრავალფეროვნების მდგრადი გამოყენებისა და დაცვის ხელშეწყობა, სახელმწიფო პოლიტიკისა და არსებული სამართლებრივი ბაზის სრულყოფა და ადგილობრივ დონეზე შემოსავლების ზრდის მიზნით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ადგილობრივი მესხური ვაზისა და ხორბლის ჯიშების აგროწარმოებაში დანერგვის ხელშეწყობა.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ვაზის, ღვინისა და ხორბლის წარმოების დივერსიფიცირებას, მცირე და საშუალო ფერმერული მეურნეობებისა და მწარმოებლების შემოსავლების ზრდას და რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აგრარული ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვის სფეროში სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება, ადგილობრივი ვაზისა და ხორბლის ჯიშების სარგავი/სათესლე მასალის ფერმერული მეურნეობებისთვის გადაცემა და მათთვის შესაბამისი აგროტექნიკური დახმარების გაწევა. ასევე, ადგილობრივი ფერმერების უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერება მათთვის შესაბამისი წვრთნისა და საველე პირობებში კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების შეთავაზების გზით.



Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.