საზოგადოება
სახალხო დამცველობის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს 19-მა კანდიდატმა მიმართა
სახალხო დამცველობის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს 19-მა კანდიდატმა მიმართა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

შეფასებები და მასალები შემდეგ ფრაქციებს, პოლიტიკურ ჯგუფებსა და უფრაქციო დეპუტატებს წარედგინებათ, რომლებმაც, არაუგვიანეს 2022 წლის 21 ოქტომბრისა, კანდიდატები უნდა შეარჩიონ და დაასახელონ.

სახალხო დამცველობის კანდიდატები არიან:

ანა აბაშიძე - ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი

მარიკა არევაძე - საადვოკატო ბიუროს „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორები“ ადვოკატი

გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე.

ლელა გაფრინდაშვილი - ა(ა)იპ „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ ხელმძღვანელი.

სოფიო დემეტრაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

თინათინ ერქვანია - GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი

ევგენია თავაძე - დროებით უმუშევარი

ალექსანდრე კობაიძე - ა(ა)იპ „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია“ თავმჯდომარე.

ლევან კოკორაშვილი - ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე.

ნუგზარ კოხრეიძე - ა(ა)იპ „სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ თავმჯდომარე.

გიორგი მარიამიძე - ა(ა)იპ „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტი“ დამფუძნებელი, დირექტორი.

სერგო მახარაძე - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი.

მაკა მინდიაშვილი - ა(ა)იპ „ხალხის ხმა“ დამფუძნებელი.

ჯემალ ნათელაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

ნიკოლოზ ნიკოლაძე - საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი.

ქეთევან ჩაჩავა - ა(ა)იპ „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ აღმასრულებელი დირექტორი.

გიორგი ცობეხია - საადვოკატო ბიუროს „გიორგი ცობეხია და პარტნიორები“ მმართველი პარტნიორი, 

იაგო ხვიჩია - საქართველოს პარლამეტის წევრი

ნაზი ჯანეზაშვილი - ა(ა)იპ „საქართველოს სასამართ
ლოს გუშაგი“ დირექტორი
Print