საზოგადოება
საით გავიქცეთ რუსეთიდან ახლავე-„ავიარეისებზე ბილეთები აღარ დარჩა“
საით გავიქცეთ რუსეთიდან ახლავე - ასეთი შინაარსის პოსტი ტელეგრამ არხზე „მედუზა live” მას შემდეგ გავრცელდა, რაც ვლადიმერ პუტინმა მობილიზაციის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. პოსტი ორ ვერსიას შეიცავს: სად გავიქცეთ, როდესაც გვაქვს საზღვარგარეთის პასპორტი და როდესაც ის არ გვაქვს.

სად გავიქცეთ თუ საზღვარგარეთის პასპორტი არ გვაქვს (რამდენი ხანი შეგვიძლია იქ გავჩერდეთ):

სომხეთი - (180 დღე)
ბელარუსი - (90 დღე)
ყირგიზეთი - (30 დღე + ექვსი თვე საცხოვრებლის რეგისტრაციის შემთხვევაში)
ყაზახეთი - (30 დღე რეგისტრაციის გარეშე + 60 საცხოვრებლის რეგისტრაციის შემდეგ)
სად გავიქცეთ თუ გვაქვს საზღვარგარეთის პასპორტი, მაგრამ არ გაქვს ვიზა (რამდენი ხანი შეგვიძლია იქ გავჩერდეთ):

საქართველო - (360 დღე, თუმცა რუსებს ხშირად ექმნებათ პრობლემები შესვლაზე)
მექსიკა - (180 დღე, საჭიროა ელექტრონული ვიზა)
ეგვიპტე - (90 დღე, საჭიროა ელექტრონული ვიზა)
ისრაელი, მოლდოვა, აზერბაიჯანი, ტაჯიკეთი, ბრაზილია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ეკვადორი, ყატარი - 90 დღე ვიზის გარეშე
სამხრეთ კორეა - (90 დღე, საჭიროა ელექტრონული ვიზა)
ტაილანდი -45 დღე
ინდოეთი - (30 დღიდან 5 წლამდე, ელექტრონული ვიზის მიხედვით)
ინდონეზია, მალაიზია, მონღოლეთი, ლაოსი, სერბეთი - 30 დღე ვიზის გარეშე
შრი ლანკა - 30 დღე ვიზის გარეშე
პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთში ავიაბილეთების ფასებმა მოიმატა. როგორც რუსული მედია წერს, მოსკოვიდან სტამბულის, ერევნის, ბაქოს და სხვა მეზობელი ქვეყნების მიმართულებით, სადაც რუსეთის მოქალაქეებს ვიზა არ სჭირდებათ, უახლოესი პერიოდისთვის „ავიარეისებზე ბილეთები აღარ დარჩა“. როგორც მედია წერს, 23-24 სექტემბრამდე ყველა ბილეთი გაყიდულია. მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე ბილეთი და ისიც ბიზნეს-კლასით მგზავრობისთვის.

რეზერვისტებს, რომლებიც გაწვევას მიიღებენ, ქვეყნიდან გასვლა აეკრძალებათ.

წყარო:https://www.bpn.ge/
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.