ახალი ამბები
ტრაილერების გრძელი რიგი ახალქალაქში "კარწახის" საბაჟოსთან
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, „კარწახის“ საბაჟო გამშვები პუნქტისკენ მიმავალ გზაზე, რამდენიმე კილომეტრიანი საცობია შექმნილი. თურქეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ასობით ტრაილერია გაჩერებული. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

საბაჟოსკენ მიმავალ ცენტრალურ გზას რამდენიმე სოფელი იყენებს. ადგილობრივები გვიყვებიან, რომ შექმნილი საცობის გამო, ავტომობილით გადაადგილება უჭირთ.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ტრაილერებს ეტაპობრივად ატარებენ. არის თუ არა დამატებით რაიმე შეფერხება საბაჟო გამშვებ პუნქტზე ამ ეტაპზე უცნობია.
Print