საზოგადოება
ხაშური-ახალციხე-ვალეს გზის ნაწილი დროებით შევიწროვდება
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ჯავახავტოგზა“, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ68-კმ69 მონაკვეთზე აწარმოებს ამორტიზირებული რკინა-ბეტონის პარაპეტების შეცვლის სამუშაოებს. სამუშაოების წარმოების პერიოდში, სავალი ნაწილი დროებით, პერიოდულად შევიწროვდება ერთ სამოძრაო ზოლზე. აღნიშნული სამუშაოები ჩატარდება 2022 წლის 31 აგვისტოს 06:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე და 1 სექტემბერს 06:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
Print