საზოგადოება
ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია
ამ დროისთვის, ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებები აქტიურად არიან ჩართულები.

ხანძრის ქრობისღონისძიებებში მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ძალები, მეხანძრე-მაშველები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. ცეცხლის ქრობის პროცესში კვლავ ჩართული არიან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და მობილიზებულია შესაბამისი სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა.

ამ დრომდე იმყოფება შემთხვევის ადგილზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს 135 რეინჯერი, ეროვნული სატყეო სააგენტოს 160 მეტყევე და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 120 თანამშრომელი


ხანძრის კერები არ ვრცელდება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.

Print