საზოგადოება
ბორჯომის მერია ტაბაწყურის ტრანსპორტს საწვავით უზრუნველყოფს
ტაბაწყურის თემში შემავალ ოთხ სოფელს ბორჯომამდე 60 კილომეტრი აშორებს. ადგილობრივები ქალაქის ცენტრამდე ჩამოსვლას რეგულარულად ვერ ახერხებენ. მიზეზი ტრანსპორტია, რომელიც ხალხის რაოდენობასა და საწვავის ხარჯზეა დამოკიდებული. ტაბაწყურის თემს 2 კერძო მიკროავტობუსი ემსახურება, რომლის მუშაობაც მძღოლებს საკუთარი ხარჯებით უწევთ.
მიმდინარე თვიდან ორივე მიკროავტობუსისთვის საწვავის სუბსიდირებას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვიურად მოახდენს. (R)


Print