ახალი ამბები
ოკუპირებული ყირიმის ორ ქალაქში აფეთქება მოხდა
ოკუპირებული ყირიმის ქალაქებში, ევპატორიასა და ბახჩისარაიში, დღეს დილით აფეთქება მოხდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევპატორიაში აფეთქებების ფაქტი რუსეთის მიერ კონტროლირებულმა საოკუპაციო ხელისუფლებამაც დაადასტურა.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა. თვითმხილველების თქმით, ბახჩისარაიში აფეთქებები სამხედრო აეროდრომზე მოხდა.
Print