საზოგადოება
გოდერძის უღელტეხილისკენ მიმავალი გზა დაზიანდა
ახალციხე–ბათუმის დამაკავშირებელი გზა, რომელიც გოდერძის უღელტეხილზე გადადის დამეწყრილია. მოქალაქეები გადაადგილებას ვერ ახერხებენ. ფოტოებს სოციალურ ქსელში ივერი ბალახაშვილი აქვეყნებს.



"გოდერძის უღელტეხილისკენ მიმავალი გზა დაიმეწყრა და შესაბამისად ჩაიხერგა მინიმუმ ორი დღით (აშკარად მეტი დასჭირდებათ).

ცუდად დაგეგმილი სამუშაოების გამო, დაბლა გამოაცალეს მიწის ამ ნაწილს საყრდენი, ერთი თვის წინ მიცემული რჩევა არ გაითვალისწინეს...

მოგზაურ ხალხს გაუზიარეთ, ამ გზით რომ არ წამოვიდნენ"
- წერს Facebook გვერდზე ივერი ბალახაშვილი.




საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ამ მონაკვეთზე შესაძლო საშიშროების შესახებ 16 აგვისტოს საღამოს განცხადება ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა. უწყებაში განმარტავენ, რომ გზის აღდგენას 1-2 დღე დასჭირდება.

"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხულო-ზარზმის მე-2 ლოტის მშენებლობის ფარგლებში, არის მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის და გზის სავალი ნაწილის დაზიანების საშიშროება, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია",
- წერია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


Print