საზოგადოება
,,ტრიუფელი’’- იშვიათი სახეობის სოკო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში უიშვიათესი სახეობის სოკო იპოვეს. სოკოს ეს სახეობა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბუნებრივი რესურსების უფროსმა სპეციალისტმა, დემურ ლაცაბიძემ, დღეს აღმოაჩინა. მისი თქმით, ,,ტრუფელის’’ სოკო ეს სახეობა აქამდე, ბორჯომის ტერიტორიაზე არ დაფიქსირებულა.



ცნობისთვის ტრიუფელი (ტუბერი) მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სოკოა, იშვიათი და გემრიელი დელიკატესი უნიკალური გემოთი და ძლიერი სპეციფიკური არომატით. სოკოს სახელი მიენიჭა კარტოფილის ბოლქვებთან ან გირჩებთან მისი ნაყოფიერი სხეულის მსგავსების გამო



ტრუფელის მერქნის ფერი დამოკიდებულია სახეობებზე: ის შეიძლება იყოს თეთრი, შავი, შოკოლადისფერი, ნაცრისფერი.

Print