საზოგადოება
ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე საკანალიზაციო ჭა დაზიანებულია
ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე, საკანალიზაციო ჭა დაზიანებულია. მოქალაქეებმა ამ პრობლემის გაშუქების მიზნით მოგვმართეს. როგორც ისინი ამბობენ ჭიდან ამოსული წყალი უერთდება ჩანჩქერს, რომელიც ბორჯომის ისტორიულ პარკში მოედინება.
ამ თემაზე ტელეკომპანია ,, ბორჯომი’’ დაუკავშირდა, როგორც წყალმომარაგების კომპანიის საზოგაგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას. ორივე უწყებიდან მივიღეთ პასუხი რომ ეს მათ კომპეტენციაში არ შედის. სანამ გაირკვევა ამ პრობლემაზე პასუხისმგებელი ორგანო, მანამდე ტურისტებს და ადგილობრივებს გადაადგილება დაბინძურებულ ტურისტულ გარემოში მოუწევთ.


Print